© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
დუშეთში ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროს ხელშეწყობით ახორციელებს ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომაგდენლების სასწავლო შემეცნებით ვიზიტს საქართველოში.
დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოს წარმატებების შესწავლა და გაზიარება მცირე და საშ . . .
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვია
მინისტრმა მოინახულა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის რეაბილიტირებული სამსართულიანი შენობა, რომელიც წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული. შენობის დათვალიერების შემდეგ, მინისტრმა თიანეთის მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად განკუთვნილი 2 ახალი ავტომანქანა გადასცა. 100 ცალ ურნას კი, მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს. აღნიშნული ტექნიკა "მუნიციპალური მომსახურების . . .
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენებიციარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ჰელენი ქეას” და არასამეწარმეო ორგანიზაცია “ადამიანი”-ს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 1 მარტს, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს სამედიცინო ფონდ “ჰიპოკრატეს” ექიმთა მობილურმა ჯგუფმა უფასო პროფილაქტიკურ – სამედიცინო გამოკვლევა . . .
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთს ესტუმრნენ
პირველ მარტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდნენ. რამაზ ნიკოლაიშვილი და დავით ტყეშელაშვილი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა გასული წელი შეაჯამეს და 2011 წელს განსახორციელებელი პროექტები დაგეგმეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, 2010 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” მცხეთა-მთიანეთში სულ 644 პროექტი განხორციელდა და ამ პროექტებზე 6 მილიონ 408 ათასი ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა სოფლის მთავარი პრობლემების გადაწყვეტას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სოფლების კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებას მოხმარდა: ჩატარდა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაკეთდა შიდა სასოფლო გზები, გარემონტდა სკოლამდელი დაწესებულებები და მოეწყო სპორტული დარბაზები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 2011 წელს, საქართველოს რეგიონებში სულ 40 მილიონი ლარი დაიხარჯება. “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” კი 60 მილიონი ლარი გამოიყოფა.