კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
15/04/2011
ქ. მცხეთაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
           15 აპრილს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთის რეაბილიტირებულ ნაწილში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ვერა ქობალიამ,  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ – მაია სიდამონიძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა ოფიციალურად გახსნეს. მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი . . . 
16/04/2011
საგამოფენო ცენტრ "Expo Georgia"-ში კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” ჩატარდა
       საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში  კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” გაიმართა, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და "Expo Georgia-ს ორგანიზებით განხორციელდა.  გამოფენა ბაზრობა 14 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა და ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. CTF2011-ში მონაწილეობა   . . .
18/04/2011
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შეხვდა 
         დღეს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანდრო კალანდაძე გერმანიის ფედარაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდნენ.
გერმანიის ელჩსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს შორის შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში შედგა და იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა.  საუბარი ძირითადად წარიმართა, თუ რა პრობლემებით  . . .
22/04/2011
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს და მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა 
       მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინიციატივით, 22 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საგურამოს ბავშვთა სახლის 34 აღსაზრდელს  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად  სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები გადასცეს. სააღდგომო ნობათი მიართვეს ასევე ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის და სოფელ ძალისში არსებულ მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარებს.
   აღსანისნავია ისიც, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ჩატარდა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოცილაურად დაუცველ  ოჯახებსა და მოხუცებულთა თავშესაფარის ბინადრებს სააღდგომო ნობათი მიართვეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.