ქალაქ მცხეთაში, სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გეგმიური საშემოდგომო გაწვევა საზეიმო ვითარებაში ჩატარდა
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის მიერ, წვევამდელთა 2011 წლის საშემოდგომო გეგმიური გაწვევა ჩატარდა, რომელიც ქალაქ მცხეთაში საზეიმო ვითარებაში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე 80 ახალგაზრდა წვევამდელი იქნა გაწვევეული. საზეიმო . . .
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რეგიონული განვითარების სტარტეგიების შესამუშავებლად მოსამზადებელი ვორქშოფი ჩატარდა
მცხეთა-მთიანეთის სმახარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, 7 სექტემბერს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად, მოსამზადებელი ვორქშოფი ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის პროექტის “ტექნიკური დახმარება ადგილობრივი და რეგიონული განითარებისათვის IDP-იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარეობს.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციეს მიერ, ევროკავშირის დახმარების პროექტის ქვეშ, ხოლო, ორგანიზატორობას აღნიშნულ ვორქშოფებს - პოლონეთის ეკონომიკური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტის პრეზენტაცია დილის 10.00 საათზე დაიწყო, რომელიც მიზნად ისახვადა მთლიანად პროექტის განსახორციელებელი ნაწილის პრეზენტაციას, როგორც ვორქშოფის ჩატარების მეთოდის და მისი მთავარი მიზნების პრეზენტაციას. თუ რას გულისხმობს და რა სახის უნდა იყოს რეგიონის განვითარების სტრატეგია. რა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას ამჟამად და როგორია სამომავლო გეგმები რეგიონული განვითარების სტრატეგიასთან მიმართებაში, მისი წარმატებით განხორციელების მიზნით, რა ძირითადი პრობლემებია მოსაგვარებელი, ვინ უნდა იყოს ჩართული “ მთავარ ვორკშოფში” რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად და სხვა.
მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის განკარგულების საფუძველზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, სადაც გაწევრიანებულნი არიან, როგორც სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი და მისი ადმინისტრაციის, წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.
მოსამზადებელი ვორკშოფის მეორე ნაწილი პროექტის პრეზენტატორებსა და მონაწილეთა შორის სამუშაო რეჟიმში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყდა მომავალი ვორქშოფის ჩასატარებელად დაგეგმილი თარიღი, სადაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად შექმნილი საბჭო პრეზენტატორებტან ერთად მომდევნო სამუშაო გეგმებით შეიკრიბებიან .
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009