© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
საგამოფენო ცენტრ "Expo Georgia"-ში კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” ჩატარდა
საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” გაიმართა, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და "Expo Georgia-ს ორგანიზებით განხორციელდა. გამოფენა ბაზრობა 14 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა და ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. CTF2011-ში მონაწილეობა . . .
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შეხვდა
დღეს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანდრო კალანდაძე გერმანიის ფედარაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდნენ.
გერმანიის ელჩსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს შორის შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში შედგა და იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი ძირითადად წარიმართა, თუ რა პრობლემებით . . .
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს და მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინიციატივით, 22 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საგურამოს ბავშვთა სახლის 34 აღსაზრდელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები გადასცეს. სააღდგომო ნობათი მიართვეს ასევე ძეგვის სარეაბილიტაციო . . .
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდების პრეზენტაცია
27 აპრილს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების პრეზენტაცია ჩატარდა.
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების (მცხეთა, ყაზბეგის დუშეთის, თიანეთის) და აგრეთვე, ახალგორის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდები ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე წლის მარტში განთავსდა ტესტურ რეჟიმში; უკვე რამდენიმე დღეა ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. ვებგვერდების მისამართებია: www.mtskheta.org.ge; www.kazbegi.org.ge; www.dusheti.org.ge; www.tianeti.org.ge; www.akhalgori.org.ge.
ვებგვერდების სტრუქტურა `ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ~ ორგანული კანონის ახალი რედაქციის (ძალაში შევიდა 2010 წლის ივნისში) თანახმად შემუშავდა.
მათი შექმნის მიზანია თვითმართველობებსა და მოქალაქეებს შორის `მანძილის~ შემცირება. ვებგვერდების საშუალებით მოქალაქეები სწრაფად და მარტივად მიიღებენ საჯარო ინფორმაციას და გაუზიარებენ მათ მიერვე არჩეულ ხელისუფლებას საკუთარ აზრს, პრობლემებს, მოსთხოვენ ანგარიშს. მუნიციპალიტეტებს კი ვებგვერდები საშუალებას მისცემს, თავიანთი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭირვალედ წარმართონ.
მოქალაქეებსა და მათ მიერ არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმა უკვე აპრობირებულია და წარმატებით მუშაობს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში.
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციის "ადგილობრივი თვითმართველობა და თანამედროვე გამოწვევები" მიერ "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერით. ინიციატივა ეკუთვნის თავად მუნიციპალიტეტებს და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისა საკრებულოს წარმომადგენლები.