კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
03/01/2012
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
      მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით 31 დეკემბერს ქალაქ მცხეთაში საახალწლო კონცერტი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის მომღერლებმა, როგორებიც არიან: რუსა მორჩილაძე, ეთერ კაკულია, გვანცა ზაქარეიშვილი, „რონდო“, მაია ყარყარაშვილი, სოფო გელოვანი და თათია გიორგობიანი. გალა–კონცერტი, საახალწლოდ მორთულ, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე 22.00 საათზე დაიწყო და ახალი წლის   . . .
10/01/2012
მიხეილ სააკაშვილმა მცხეთაში სამედიცინო ცენტრი გახსნა და მცხეთის განვითარების პროექტსაც  გაეცნო 
      10 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში, მცხეთაში სამედიცინო ცენტრი გახნა.
      სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ აშენებული კლინიკა 25–საწოლიანია, სადაც 100–მდე ადგილობრივი მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტია დასაქმებული.
აღნიშნული კლინიკის მშენებლობლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. საავადმყოფო მომხმარებელს ამბულატორიულ, სტაციონალურ, თერაპიულ და სხვა სახის მომსახურებას სთავაზობს.
      საქართველოს პრეზიდენტი ამავე დღეს მცხეთის ინფრასტრუქტურული განვითარების ახალ პროექტსაც გაეცნო, რომლის მიხედვით დაგეგმილია ახალი უბნის მოწყობა. ერთ უბანში იქნება თავმოყრილი სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის, პოლიციის და საქპატენტის შენობები. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დასასვენებელი სკვერის მოწყობა, სადაც სხვადასხვა დანიშნულების სახელოსნოები განთავსდება და იქ მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ქართული ხელნაკეთი ნივთების შეძენასთან ერთად, მათი დამზადების პროცესსაც დაესწრონ.
     ახალი უბნის განაშენიანების პროცესი უკვე დაწყებულია და მისი დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.