კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
06/05/2012
ბათუმში “EXPO BATUMI 2012” მეხუთე საერთაშორისო გამოფენა გაიმართა 
          4-6 მაისს ბათუმში მეხუთე საერთსაშორისო ტურისტული გამოფენა “EXPO BATUMI 2012  ჩატარდა , რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა  და უცხოურმა  კომპანიებმა მიიღეს.
       გამოფენის მიმდინარეობისას შედგა სარეკლამო-საინფორმაციო ტურები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან და ასევე პრეზენტაციები მონაწილეთათვის  . . .
           
07/05/2012
შატილის ხარების სახელობის ეკლესიის  მშენებლობისთვის, თბილისში საქველმოქმედო საღამო ჩატარდა
        დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით 7 მაისს, თბილისში, სამეფო უბნის თეატრში საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა,  შატილში,  მშენებარე ხარების სახელობის ეკლესიისათვის შემოწირულობის შეგროვებას. 
       ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა–მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელები, ასევე საერო და სასულიერო საზოგადოებისა ის წევრები, ვისაც განსაკუთრებით შესტკივა გული ამ კეთილშობილი საქმის განხორციელებისთვის. 
     ღონიძიებაში მონაწილეობდნენ თბილისიდან და  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები, მათ შორის ანსამბლი  „ფხოვი“, „დები გოგოჭურები“ ანსამბლი „ ალილო“ და სხვები. საღამოს  მთის პოეტი  ეთერ თათარაიძე უძღვებოდა. 
   შემოწირულობების შესაგროვებლად   სცენაზე  დამოტაჟდა სპეციალური ყუთი, სადაც ქველმოქმედებაში მონაწილეობის ყველა მსურველთათვის  მითითებული იყო საქართველოს ბანკში გახსნილი  ანგარიშის ნომერი. შემოსული თანხა მთლიანად ტაძრის მშენებლობას მოხმარდება. 
      2010 წელს,   შატილში, ხარების სახელობის ეკლესიის მშენებლობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის– ილია მეორის ლოცვა–კურთხევით  ჩაეყარა საფუძველი და ის ამ ეტაპზე თითქმის დასრულებულია, თუმცა მისი საბოლოო სახის მისაღებად  აღნიშნული საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
    ქველმოქმედებაში საკუთარის წვლილის შეტანის მსურველთათვის საქართველოს ბანკში  გახნილია ანგარიში: GE21BG0000000496111200GEL