კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
29/07/2011
გადაადგილება შეზღუდულ პირებს ინვალიდის ახალი ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ 
     მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 29 ივლისს ქ. მცხეთის კულტურის სახლის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ლდს-ჩერიტი”-ს და საქველმოქმედო ორგანიზაცია “ადამიანი”-ს ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ 32 გადაადგილება შეზღუდულ პირს, სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად ინვალიდის ახალი ეტლები დაურიგდათ  . . .
07/08/2011
შატილობა – 2011
      მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს შატილში სახალხო დღესასწაული “შატილობა 2011” გაიმართა. 
 ღონისძიება შატილში 6 აგვისტოს, 12.00 საათზე დაიწყო და მეორე დღეს, 7 აგვისტოს დასრულდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სახალხო მთქმელებმა. მოხდა ლუდის კოდის დალოცვა, რომელიც ხევსურული ტრადიციების ერთერთ ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს, გაიმართა დოღი, ქართული ჭიდაობა  და მკლავჭიდი . შატილში ჩამოსული სტუმრების წინაშე,  საბრძოლო ხელოვნებით წარსდგა ხრიდოლი. გარდა ამისა, გაიმართა გალა კონცერტი, რომლის მონაწილენიც, ხევსურეთისთვის დამახასიათებელი უმშვენიერესი ლექსებითა და სიმღერებით, შეეცადნენ კიდევ უფრო მეტი ელფერი მიეცათ შატილობა 2011-ის  სახალხო დღესასწაულისთვის. დამსწრე საზოგადოების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგა აგრეთვე “მოძრაობის თეატრი”.             მოგვიანებით კი ხევსურული ლხინი ღამის კოცონთან გაგრძელდა და ულამაზესი ფეირვერკით დასრულდა.