კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
21/10/2011
ამერიკის ელჩი საქართველოში  ჯონ ბასი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, სოფელ ქვეშეთში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის გახსნას დაესწრნენ
    21 ოქტომბერს,  სოფელ ქვეშეთში, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის (NEO) ოფიციალურ გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.   
     NEO ოთხწლიანი პროგრამაა, რომელიც ამერიკის მთავრობამ დააფინანსა აშშ საერთაშორისო  . . .
11/11/2011
მცხეთაში პროექტის “ევრო კავშირის მხარდაჭერა კონფლიკტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოში – ინტეგრაცია და განვითარება” პრეზენტაცია ჩატარდა
  10 ნოემბერს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (MRDI)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (MRA), მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) და “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF) წარადგინეს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი და დაინტერესებული მხარეების როლი პროექტის ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტური ჩართვა პროექტის საწყის ეტაპზე. პრეზენტაციას მცხეთა- მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, რომლებიც პრეზენტაციის წარდგენისას, პროექტის მეთოდოლოგიას და პროექტის მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნენ.
       ამჟამად ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის მორიგ ეტაპს.
   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ურთიერთთანამშრომლობით ახორციელებენ პროექტებს, რომელთა მიზანია აღნიშნული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. აღნიშნული საქმიანობა მიმართული იქნება საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ, მაგალითად: გზების შეკეთება, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია და სხვ.
Pპროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში: მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, იმერეთში და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
  პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას ადგილობრივ თემებში, განსაკუთრებით კი სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა/რეაბილიტაციას, რომელიც მოემსახურება როგორც ახალჩასახლებულ, ასევე მასპინძელ თემებს
საპროექტო წინადადების განიხილავს და დაამტკიცებს შესარჩევი კომისია. პროექტების განხორციელება 2012 წლის გაზაფხულ-ზაფხულისათვის იგეგმება და მათ რეალიზებას მუნიციპალური განვითარების ფონდი მოახდენს.