© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
მედია პროექტ „ეტალონის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი და საქართველოში გერამნიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ორთვინ ჰენიგისი ქ. დუშეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ
მედია–პროექტ ეტალონში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებული მონაწილეობის შედეგად, ქ. დუშეთი იმ ათ რჩეულ ქალაქთა შორის ერთერთია, რომელსაც „ქალაქი–ეტალონის“ სტატუსი მიენიჭა.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების ჩართვა იმ საკაცობრიო საქმის განვითარების მიზნით, რაც მომავალი თაობების განათლების ხელშეწყობას და მათი ცოდნის . . .
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ნატახტარში ხილისა და ბოსტნეულის სწრაფგამყინი სამაცივრე მეურნეობის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს სწრაფგამყინი მეურნეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა
სამაცივრე მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და პროდუქციის შენახვა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მოხდება. საწარმო საათში 3 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებას უზრუნველყოფს. ქარხანაში ერთდროულად 3000 ტონამდე პროდუქტის შენახვა იქნება შესაძლებელი. სწრაფი გაყინვის ჰერმეტული კამერები, რომლებიც ავტომატურად იმართება, სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის უვნებლად შენახვის საშუალებას იძლევა და მის ვარგისიანობას სამ წლამდე ზრდის. გაყინული პროდუქტის ექსპორტი ძირითადად ისეთ ქვეყნებში მოხდება, სადაც კლიმატური პირობების გამო ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ფასი საკმაოდ მაღალია. (გერმანია, ჰოლანდია, დანია, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია) სამაცივრე მეურნეობა უზრუნველყოფს პროდუქციის, როგორც დასაწყობებას, ასევე მის დისტრიბუციას. ის ადგილობრივ საკონდიტრო, სანაყინე, წვენების დამამზადებელ საწარმოებსა და კვების სხვადასხვა ობიექტებს მაღალხარისხიანი ნედლი პროდუქტით მოამარაგებს. ნატახტრის სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის დასრულება დაახლოებით ორ თვეში იგეგმება და სეზონურ სამუშაოებზე 100–150 ადგილობრივი დასაქმდება. სოფლის მეურნეობის ინიციატივითა და ხელშეწყობით, მომავალში სამაცივრე მეურნეობის განვითარება მთელი ქვეყნის მაშტაბით მოხდება.