© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
სოფელ ძალისში ახალია ადმინისტრაციული სახლი გაიხსნა
2011 წლის 20 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში ადმინისტრაციული სახლის გაიხსნა. აღნიშნული შენობა ორსართულიანია, სადაც განთავსებულია, როგორც სოფლის რწმუნებულის ოფისი, აგრეთვე სოფლის მოსახლეობისთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურების განყოფილებები, როგორიცაა მაგალითად – საპენსიო მომსახურების განყოფილება, სამხედრო რეგისტრაციის ოთახი და სხვა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სახლის . . .
სოფელ წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობა დასრულდა
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზმა” მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით 2011 წლის 26 დეკემბერს გახსნის ცერემონიალი მოაწყო.
5 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი მისცემს საშუალებას 140 პოტენციურ აბონენტს ჩაერთონ გაზის ქსელში.
590 აბონენტის გაზიფიცირებისათვის ამ ეტაპზე მცხეთის მუნიციპალიტეტში 18 კილომეტრის სიგრძის გაზსადენების მშენებლობა სხვადასხვა სტადიაშია. დღეისათვის ახალი გაზის ქსელები აშენებულია მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: წეროვანში, ჩარდახში, ძალისში, აღდგომლიანტკარში და ძეგვში.
გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ.
ამავე დღეს, გუბერნატორის ინიციატივით და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, საგურამოში არსებულ ყოფილ პროფსასწავლებლის შენობაში, აფხაზეთიდან დევნილ და კომფაქტურად ჩასახლებულ 50 ოჯახს, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით საჩუქრად გაზის გამათბობლები გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დასახლებაში ბუნებრივი აირი რამოდენიმე წელია არსებობს, დევნილი ოჯახების უმეტეს ნაწილს, ზამთრის ხანგრძლივი პერიოდის გატარება შეშის ღუმელებით და ელექტრო-ქურებით უხდებოდათ. დღეიდან კი ყოველ ოჯახს ახალი გაზის გამათბობლებს ადგილზე მიტანით დაუმონტაჟებენ. საახალწლო საჩუქრები გუებრნატორმა ასევე საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსაც გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.