© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
ქალაქ მცხეთაში, სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე – ქართულ ჭიდაობაში საქართველოს რეგიონებს შორის გუნდური პირველობა გაიმართა
მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქ. მცხეთაში არსებულ სპორტ-კომპლექსში, რეგიონებს შორის ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური პირველობა გაიმართა.
ცნობილი ქართველი ფალავნის – სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე გამარათულ ტურნირში საქართველოს 8 რეგიონის უძლიერესი გუნდები 5 წონით კატეგორიაში( 60, 70, 80, 90, +90) შეხვდნენ ერთმანეთს . . .
საჯარო მოხელეთა ხუთ კაციანი ჯგუფი პოლონეთში იმყოფებოდა
მიმდინარე წლის 22 მაისს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობიდან, საჯარო მოხელეთა 5 კაციანი ჯგუფი პოლონეთში გაემგზავრა.
აღნიშნული პროექტი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა დაფინანსებული, რომელიც 2011 წლის საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო . . .
იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ანსამბლმა (Yale Alumni Chorus), მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილთათვის კონცერტი გამართა
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და შ.პ.ს ტურისტული სააგენტო “ვიზიტ ჯორჯიას” ორგანიზებით, 21 ივნისს, ქალაქ მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე კონცერტი ჩატარდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა – იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებილთა ანსამბლმა (Yale Alumni Chorus)) , ქართულ ხალხურ ანსამბლებთან ერთად (რუსთავის ანსამბლი, გორის ქალთა გუნდი და ბასიანის ანსამბლი) დევნილი . . .
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის თანხები გამოიყოფა
22 ივნისს, პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გუბერნატორებთან საგანგებო შეხვედრა მოაწყო. სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ყველა რეგიონის რწმუნებულები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
“ინტენსიური წვიმების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დაახლოებით 700 ათასი ლარი დასჭირდება” _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ _გივი ამარხანაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ძირითადად დაზიანებულია გზები, სასმელი წყლის ნაგებობები და ხიდები.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე, კოკისპირულმა წვიმებმა სერიოზული ზიანი მიაყენა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს. განსაკუთრებული ზარალი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს მიადგა. დუშეთის რამოდენიმე სოფელი, გზებისა და ხიდების განადგურების გამო ამ დრომდე მოწყვეტილია გარე სამყაროს. განადგურებულია ასევე საკარმიდამო ნათესები და წვრილფეხა საქონელი და ფრინველი.
სტიქიის შედეგად დაზიანებულ მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ეტაპზეც ასრულებს.