კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
11/05/2012
მცხეთაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
             ისევე, როგორც გასულ წლებში,  მცხეთის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები წელსაც აქტიურად მიმდინარეობს.  ქალაქ მცხეთაში უამრავი ახალი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.  ამ ეტაპზე, ძველი მცხეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მცხეთის მუზეუმის,  საქპატენტის, იუსტიციის სახლის, სამხარეო პოლიციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობების მშენებლობა. მნიშვნელოვანია  . . .

Follow Us On Twitter Check Us Out On MySpace Join Our Facebook Fan Page
13/05/2012
კოკისპირულმა წვიმამ დუშეთის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა 
             12 მაისს მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ დუშეთის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი გარესამყაროს მოყწვიტა. წყლის ნაკადმა სოფელ ბაზალეთში საუბნო ხიდი წაიღო, ხოლო გრიგალიანთკარში  3 საცხოვრებელი სახლი დატბორა. გარდა ამისა სოფლებში: მლაშეში, საშაბუროში,  ბაგებში,  ჩანადირთკარში და  ჩუბინიანთკარში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია საშემოდგომო მოსავლის 60%.  რამოდენიმე სახლია დატბორილი ასევე დაბა თიანეთშიც.   მოსულმა სეტყვამ განსაკუთრებული ზარალი მიაყენა ბაგიჭალა–ბაზალეთის გზის მონაკვეთს, დღეის მდგომარეობით გზის ეს მონაკვეთი გაწმენდილია. ძლიერი წვიმის გამო შეფერხება იყო დუშეთის თბილისთან დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე,  თუმცა საგზაო დეპარტამენტის აქტიური მუშაობით, აღნიშნულ  მონაკვეთზე მოძრაობა ამ დროისთვის აქაც    აღდგენილია. გახსნილია ასევე ცენტრალური მაგისტრალი.
           ამ ეტაპზე   მიმდინარეობს იმ სახლების სარდაფების ამოტუმბითი სამუშაოები, რომელებიც ღვარცოფის  შედეგად განსაკუთრებით იქნა დატბორილი.
          დუშეთში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად  მსხვერპლი არ არის.  აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში სტიქიისგან მიყენებული ზარალი დადგინდება.