კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
08/08/2011
მცხეთაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სხოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა
       ქალაქ მცხეთაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
        დილის 9.00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომლის დასრულების შემდეგ, მზურველობამოკლებულთა უფასო სასადილოს  . . . 
13/08/2011
დაბა თიანეთში  სახალხო დღესასწაული “თიანეთობა 2011” გაიმართა 
      მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული “თიანეთობა2011” გაიმართა.
              სახალხო დღესასწაული დაბა თიანეთში რამოდენიმე წელია  ტრადიციულად ყოველ აგვისტოს ტარდება და იქ მისულ სტუმრებს, მთელი დღის მანძილზე უამრავ  მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობს. ფესტივალის ჩატარება მიზნად ისახავს ქართული-ხალხური ტრადიციების აღდგენას, ტურიზმის ხელშეწყობას ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
            წელსაც სახალხო დღესასწაული დაბა თიანეთში არსებულ ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში  12.00საათზე დაიწყო, სადაც უამრავი სხვადასხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი: 
       ჩატარდა სპორტულ-გასართობი ღონისძიებები, როგორიცაა: დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი, ქართულ საბრძოლო ხელოვნება წარმოადგენა ხრიდოლმა,  გაიმართა ასევე საბავშვო გასართობი პროგრამა,  ღონისძიებაზე მოსული სტუმრების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ რეგიონში არსებული  სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები, მოეწყო სახალხო კონკურსები ლუდის სმასა და ხინკლის ჭამაში, ბავშვებისათვის გაიმართა საცირკო წარმოდგენები, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ  დაეგემოვნათ ადგილზე მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები. ხოლო მოგვიანებით,  ქართული ესტრადის ვარსკვლავების მიერ გალა კონცერტი გაიმართა, რომელიც 18,00 საათზე დაიწყო და “თიანეთობა 2011” –ის სახალხო დღესასწაულის დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო საღამო აჩუქა.