© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
სასტუმრო “გუდაური სქი-რესორტი”-ს საკონფერენციო დარბაზში ყაზბეგის ეროვნული პარკის დაფინასებასთან და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი ტერიტორიასთან დაკავშირებით პროგრამის შემფასებელი მისიის შეხვედრა გაიმართა
მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით 21 მარტს, სასტუმრო “გუდაური სქი” – რესორტის საკონფერენციო დარბაზში, მოეწყო შეხვედრა საქართველოში შემაჯამებელი ვიზიტით მყოფი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები . . .
საქართველო და საერთაშორისო საზოგადოებრიობა აერთიანებენ ძალისხმევას, რომ დაიცვან შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხის წინაშე არსებული კულტურული მემკვიდრეობა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო პროექტის ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქების – ფარგლებში 2011 წლის 25 მარტს, ქ. მცხეთაში, სასტუმრო "მცხეთა პალასში". შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა განეხილათ როგორ გადადგან ნაბიჯები შეირაღებული . . .
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა:
მცხეთის მუნიციპალიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა . . .
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას ახალი მანქანა და წყლის სისტემის მაკონტროლებელი აღჭურვილობა გადასცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სრულიად ახალი, იაპონური წარმოების, "ტოიოტას" ფირმის, 40 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანა და სხვადასხვა სახის გერმანული წარმოების წყლის სისტემის მაკონტროლებელი აღჭურვილობა გადასცა. ტექნიკის გადაცემა სიმბოლურად მცხეთაში განხორციელდა. სწორედ ამ ტერიტორიიდან . . .
ქ. მცხეთაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
15 აპრილს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთის რეაბილიტირებულ ნაწილში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ვერა ქობალიამ, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ – მაია სიდამონიძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბრნატორმა ცეზარ ჩოჩელმა ოფიციალურად გახსნეს.
მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს ინფორმაციას მიაწვდის როგორც გადაადგილების, განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ, ასევე მათ სხვადასხვა სახის სერვისებსა და საექსკურსიო მომსახურებას შესთავაზებს. ამასთანავე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მუდმივად იმუშავებს ინტერნეტ-კაფე, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.
2010 წლის განმავლობაში მცხეთას 120 ათასი ვიზიტორი ეწვია. მათი 78/% დათვალიერების მიზნით სტუმრობდა: ტურისტების 3%-ის ვიზიტი ორგანიზებული იყო ტუროპერატორის მეშვეობით, მათ შორის ჭარბობდა ებრაელი, გერმანელი, ფრანგი, ამერიკელი, რუსი, იაპონელი, ინგლისელი და უკრეაინელი ტურისტების რიცხვი.
საქართველოს ძველი დედაქალაქი მდიდარია ისტორიული, რელიგიური, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით. ეფექტური შემოგარენი და რეკონსტრუირებული ძველი მცხეთის უბნები, ყველა გემოვნების ვიზიტორისთვის საინტერესო და მიმზიდველია. მცხეთას შეიძლება ვუწოდოთ წლის ოთხივე სეზონის ტურისტული ადგილი, რაგდანაც ვიზიტორები მას წლის ნებისმიერ დროს სტუმრობენ.