კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
07/09/2011
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რეგიონული განვითარების სტარტეგიების შესამუშავებლად მოსამზადებელი ვორქშოფი ჩატარდა 
     მცხეთა-მთიანეთის სმახარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, 7 სექტემბერს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად, მოსამზადებელი ვორქშოფი ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის პროექტის “ტექნიკური დახმარება ადგილობრივი და რეგიონული განითარებისათვის IDP-იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ რეგიონებში  . . .
09/09/2011
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, თუშეთის ეროვნულ პარკში სასწავლო ტური მოეწყო
       მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის  9–12 სექტემბერს, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დაინტერესბული მხარის წარმომადგენელთათვის, თუშეთის ეროვნულ პარკში სასწავლო ტური  მოეწყო, სადაც   მონაწილეობა მიიღო როგორც ყაზბეგის ადგილობრივმა მოსახლეობამ (ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სასტუმროს წარმომადგენლები და სხვ.), ასევე მცხეთა- მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის,  დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალური აპარატის და TJS/RECC–ს წარმომადგენლებმა.
       ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთათვის, თუშეთის ეროვნულ პარკში სასწავლო ტურის ჩატარება მიზნად ისახვადა  თუშეთის, როგორც გეოგრაფიული მდებარეობით მსგავსი  ეროვნული პარკის შექმნის და მის ფარგლებში განხორციელებული პროექტების გამოცდილების გაზიარებას. თუ    როგორ აწვდის ტურისტს ადგილობრივი მოსახლეობა  დასვენებისთვის საჭირო მაქსიმალურ შესაძლებლობას და  როგორ უნდა იქცეს მათთვის ყოველდღიური საქმიანობა მომგებიან ბიზნესად. Gგარდა ამისა,  სასწავლო ტურში მონაწილეებმა  ადგილზე დაათვალიერეს მსოფლიო ბანკის მცირე გრანტების პროექტით დაფინანსებული ის საოჯახო სასტუმროები, რომლებმაც გასულ წელს შექმნეს ასოციაცია და ახლა დამოუკიდებლად ახორციელებენ გრანტების მოძიებასა და განკარგვას.
      თუშეთში ყოფნისას , სტუმრებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ, როგორც თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორს, ასევე სოფლის  რწმუნებულს და    ადგილობრივ მოსახლეობას, რაც საფუძველი გახდა შექმნილიყო  რეალური სურათი იმისა, თუ რა პოტენციალი არსებობს  და როგორია  შესაძლო რისკფაქტორები   ყაზბეგის ეროვნული პარკის გავნითარების კუთხით.
     სასწავლო-შემეცნებითი ტური თუშეთის ეროვნულ პარკში 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ ზემოაღნიშნული საკითხის მომდევნო ეტაპის განვითარებისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში განხორციელდება.