© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
9 აპრილს, ქალაქ ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "ექსპო ბათუმი - 2011" გაიხსნა, რომელიც 12-მდე ქვეყანასა და 150 ტურისტულ კომპანიას მასპინძლობდა. საკუთარი ტურისტული პოტენციალი საქართველოსთან ერთად ლატვიამ, პოლონეთმა, ბელარუსმა, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა წარმოადგინეს.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "ექსპო ბათუმი - 2011" აჭარის ა.რ-ის ტურიზმისა და . . .
სოფელ წილკანის დევნილთა დასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მორიგი ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,ჰელლენიცარე”-სა და არასამეწარმეო ორგანიზაცია ,,ადამიანი”-ს ორგანიზებით სოფ. წილკანის დევნილთა დასახლებაში ,,ჰელლენიცარე”-ს ბერძნული სამედიცინო ფონდ ,,ჰიპოკრატე”-ს ექიმთა მობილური ჯგუფის მეშვეობით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო . . .
წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა
5 მაისს წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ახალაშენებული ეკლესიის კურთხევა გაიმართა. კურთხევის რიტუალი მარტყოფი-გარდაბანის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დილის 8 საათზე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ ეკლესიაში მისული ურიცხვი მრევლი დილის წირვას დაესწრო.
წეროვნის დევნილთა დასახლებაში ეკლესიის მშენებლობას 2009 წლის დეკემბერში ჩაეყარა საფუძველი, ამ ეტაპზე ის უკვე დასრულებულ მდგომარეობაშია და დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს. Eეკლესია აშენდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, კომპანია ,,ნიუ ენერჯი”-სა და სხვადასხვა ორგანიზაციის შემოწირულობებით. ეს გახლავთ “ნიუ ენერჯის” კიდევ ერთი გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც კომპანია წეროვანის დასახლების ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში წარმატებით ახორციელებს
ამრიგად, წერონვის დევნილ მოსახლეობას აღარ მოუწევს საეკლესიო დღესასწაულებზე საცხოვრებელი ადგილიდან შორს წასვლა, რადგან შესაძლებლობა ექნებათ ყოველკვირეულ წირვა-ლოცვას საკუთარ დასახლებაში დაარსებულ ახალ ეკლესიაში დაესწრონ.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი, კომპანიის ,,ნიუ ენერჯი’’ მენეჯმენტის წევრები, საპატრიარქოს უმაღლესი სასულიერო პირები და სხვა საპატიო სტუმრები.