© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
”პროექტის მართვა. გამოცდილება მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის”
24 ივნისს, ქ. მცხეთაში დასრულდა სემინარები საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომად-გენელთათვის, რომლის ინიციატორი გახლდათ ვიელოპოლსკას (პოლონეთის რიგით მეორე ყველაზე დიდი რეგიონის) მარშალის ოფისი, ხოლო, თანადაფინასებულ იქნა პოლონეთის საგარეო სამინისტროსთან არსებული პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა 2011-ის მიერ . . .
ხევსურული საღამო – თბილისში
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით, 26 ივნისს, ქ. თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში ჩატარდა თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო – ”მთის საჩუქარი ბარს”, სადაც მონაწილეობა მიიღეს მთის რეგიონებში მცხოვრებმა პოეტებმა, მომღერლებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა. აქვე წარმოდგენილი იყო საქართველოს მთიანეთისთვის დამახასი-ათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა ხევსურული ლუდი.
2007 წლიდან, თბილისში, ბავშვთა ქალაქ “მზიურში” ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით, ტრადიციულად 26 ივნისს ტარდება “ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს”, სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელების და მოცეკვავეების გარდა, საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც, მზიურში გამართულ ხევსურულ საღამოს უამრავი სტუმარი ეწვია. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ფშავიდან, ყაზბეგიდან, თიანეთიდან, პანკისიდან და ახმეტიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ანსამბლები და შემსრულებლები.
მიუხედავად კონცერტის ხანგრძლივობისა, მსმენელთა რაოდენობა მზიურში არ შემცირებულა, სასიამოვნო გარემომ და ულამაზესმა მთის შემოქმედებამ დამსწრე საზოგადოებას არაჩვეულებრივი განწყობა შეუქმნა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანს, მთის კულტურის პოპულარიზაცია და მთაში ტურიზმის განვითარება წარმოადგენდა.
საღამოს დევიზი გახლდათ “ თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან”
ხევსურული საღამო მზიურში გვიანობამდე გაგრძელდა.