© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
ყაზბეგის რაიონი
ყაზბეგი
სნო 

სნოს ციხე მდებარეობს თერგის მარჯვენა შენაკადის, მდინარე სნოს ნაპირზე. სოფელ სნოში, იგი აღმართულია საკმაოდ ძნელად მისადგომ კლდოვან ბორცვზე. ციხეს არტყია თითქმის წრიული გალავანი და მის შუაში პირამიდული ფორმის კოშკია აღმართული. იგი დაახლოებით მე-16 - მე-17 საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს აშენებული.
სნოს ციხე წარმოადგენდა ამ ხეობის ჩამკეტს, საიდანაც გადადიოდა ძნელად სავალი, მაგრამ მოკლე გზები ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში (გუდამაყრის ხეობით). ციხე ეკუთვნოდა საღუდუშაუროს ”აქა არს ციხე ღუდუშაურის მცირე, ამჟამად ფრიად მაგარი” /ვახუშტი /.
გერგეტის” სულთა მატიანეში ”(1430 წ.) აღნიშნულია რომ დღევანდელ კვირეს ქედზე /სნოში / არსებულა სოფელი კვირეისძალი, სადაც მოწმედ ანუ სამეფო კარზე საურთიერთოდ დასახლებულა ვინმე შალვა ღუდუშაური.
გერგეთის სამება 

გერგეთის ყოვლად წმინდა სამების ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ეს გამორჩეულად შესანიშნავი ძეგლი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკადის - ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული.
ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმინდა სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, მე-14 საუკუნეშია, აგებული, როგორც სამონასტრო კომპლექსი. დღეს შემორჩენილია გალავნით შემოზღუდული ყოვლადწმინდა სამების გუმბათოვანი ეკლესია და სამრეკლო, რომელიც შედარებით გვიანდელი ნაგებობაა (მე-16 ს.). ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებულია საბჭეო, ადგილი სადაც მთის უძველესი ტრადიციის თანახმად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა.
თრუსოს ხეობა 
 
თრუსოს ხეობაში, თავისთავად ბუნების ამ უმშვენიერეს ძეგლში, მრავლად იყო პატარ-პატარა, მჭიდროდ დასახლებული სოფლები ბანიანი სახლებით, ძველი უბნებითა და თავდაცვითი ნაგებობებით. მათ უკეთ შეინარჩუნეს ისტორიული ელფერი, ვიდრე ხევის განახლებულმა სოფლებმა. თრუსოს ხეობაში გვხვდება პატარა, დარბაზული ტიპის ეკლესიები, რომლებიც მე-10 საუკუნით თარიღდება.
ყაზბეგის კარის ეკლესია

ეკლესია მთავარანგელოზის სახელობისაა და მე 17 -19 საუკუნის ძეგლია.
ბეთლემის გამოქვაბული

ბეთლემის გამოქვაბული გერგეთის სამების ზემოთ, მყინვართა სამეფოში მდებარეობს. იგი მე-8-12 საუკუნეების საბერო კელიაა.
ბუნების უნიკალური ძეგლებია ასევე: 

ბეთლემის სვეტიხდის ხეობატყარშეთის ნამარხი ტყე (სოფ. გორისციხისა და სიონის მიმდებარედ), ხორსარის ლავრული ღვარი (სოფ. კობის მიმდებარედ).