© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
ყაზბეგის რაიონი
ყაზბეგი
ყაზბეგი

პეტრეპავლობა (12 ივლისი) - აღინიშნება სოფელ ხურთისში.

კოპალობა (12 ივლისი) - კოპალობა აღინიშნება ყაზბეგის რაიონის სოფელ ახალციხეში.

გერგეტობა - სიყვარულის დღე (16 ივლისი) - აღინიშნება ყაზბეგის რაიონში, წმინდა სამების ტაძარში. 1982 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პირველად ჩაატარა წირვა წმინდა სამების ეკლესიაში. როგორც ქადაგებისას ბრძანა, მან პირველად იგრძნო ღმერთთან ასეთი საიახლოვე და ღვთაებრივი სიყვარული. მას შემდეგ, გერგეტობას, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის დღეს, ისე აღნიშნავენ.

ელიაობა (2 აგვისტო) - აღინიშნება დაბა სტეფანწმინდაში.

მარიამობა (28 აგვისტო) - აღინიშნება სოფლებში - გერგეტში, ახალციხეში, სიონში.

ივანობა (12 სექტემბერი) - აღინიშნება დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ვარდისუბანში.

ღვთიშობლობა (21 სექტემბერი) - აღინიშნება სოფელ სიონში.

სთვლის გიორგობა (23 ნოემბერი) - აღინიშნება სოფელ გარბანში, არსაშა, ეობში, ფხალშეში.

სამებობა - აღინიშნება გერგეტის სამების ტაძარში, სულთმოფენის მეორე დღეს.

ათენგენობა - აღინიშნება აღდგომიდან 99-ე დღეს სოფელ სნოში.