კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
02/04/2012
მცხეთაში, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული  ამერიკელი და ქართველი მეხანძრეების ხსოვნის უკვდასაყოფად სიმბოლური ბაღი და მონუმენტი გაიხსნა
           მცხეთა–მთიანეთის სმახარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატვივით,   მიმდინარე წლის 2 აპრილს, 14.00 საათზე, ქ.მცხეთაში (კოდმანის მიდამოებში, შიო მღვიმის მიმართულებით)  2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ–ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული 343 ნიუორკელი მეხანძრისა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი მეხანძრეების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმბოლური ბაღი  . . . 
02/04/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგურამოში ლუდის ახალი ქარხანა „ზედაზენი“ გახსნა. 
           2 აპრილს  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  საგურამოში ლუდის ახალი ქარხანა „ზედაზენი“ გახსნა. 
ლუდის ახალ ქარხანაში 75 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალი საწარმო ალკოჰოლური სასმელების გარდა სუსტალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, მათ შორის ხილის წვენების წარმოებასაც გეგმავს. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 400 000 ჰექტოლიტრი ლუდისა და 300 000 ჰექტოლიტრი ლიმონათის წარმოებაზეა გათვლილი. ქარხანა ჩეხურმა კომპანიამ „ZVU POTEZ“-მა დააპროექტა. 
      „ზედაზენი“ პირველ ეტაპზე ბაზარზე 10-მდე დასახელების ლუდს გამოუშვებს. პირველი პროდუქცია მაღაზიებში ხვალ გამოჩნდება. საცალო ქსელში ნახევარლიტრიანი ლუდი „ზედაზენის“ ფასი 1, 50 ლარი იქნება. პროდუქცია საქართველოს გარდა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსსა და შუა აზიაში გაიყიდება. ახალ ლუდსახარშ საწარმოში სულ 700 ადამიანი დასაქმდება.